დადგენილება № 106/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებებზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 106/2021
თარიღი: 01 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 17 მაისის N 55/2021 დადგენილების – “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ (დამტკიცებულია კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, N18/2021, 20.05.2021 წ.) მე-4 მუხლის, 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-11 პუნქტების, კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 26 ივლისის #96/2021 დადგენილების – “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ აკადემიური საბჭოს 2021 წლის 17 მაისის #55/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (დამტკიცებულია კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2021 წლის 28 ივლისის №24/21 დადგენილებით), კონსერვატორიის რექტორის 2021 წლის 25 აგვისტოს № 02-89-R ბრძანებისა და აკადემიური საბჭოს 01 ოქტომბრის N 43 საბჭოზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 43)
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებებზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1.1 სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულება
ა) გიორგი ჭიჭინაძე – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლეილა მარუაშვილი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ოთარ კაპანაძე – კომისიის მდივანი;
დ) სვეტლანა ეგოროვა – კომისიის წევრი;
ე) ელდარ გეწაძე – კომისიის წევრი;
ვ) გიორგი გაგნიძე – კომისიის წევრი;
ზ) თამარ ჯავახიშვილი-ივერი – კომისიის წევრი.
1.2. საოპერო მომზადების მიმართულება
ა) გიორგი ჭიჭინაძე – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლეილა მარუაშვილი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ოთარ კაპანაძე – კომისიის მდივანი;
დ) ელდარ გეწაძე – კომისიის წევრი;
ე) ზაზა აზმაიფარაშვილი – კომისიის წევრი;
ვ) პაპუნა ღვაბერიძე – კომისიის წევრი;
ზ) გიორგი გაგნიძე – კომისიის წევრი.
1.3. კამერული ანსამბლისა და კვარტეტის მიმართულება
ა) გიორგი ჭიჭინაძე – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლეილა მარუაშვილი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ოთარ კაპანაძე – კომისიის მდივანი;
დ) ოთარ ჩუბინიშვილი – კომისიის წევრი;
ე) ნანა ლესელიძე – კომისიის წევრი;
ვ) მანანა გოცირიძე – კომისიის წევრი;
ზ) თამარ ლიჩელი – კომისიის წევრი.
1.4. საორკესტრო ჩასაბერი საკრავების მიმართულება
ა) გიორგი ჭიჭინაძე – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლეილა მარუაშვილი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ოთარ კაპანაძე – კომისიის მდივანი;
დ) ლევან ცხადაძე – კომისიის წევრი;
ე) დავით ჯიშკარიანი – კომისიის წევრი;
ვ) მერი ჟვანია – კომისიის წევრი.
ზ) ზაზა აზმაიფარაშვილი – კომისიის წევრი.
1.5. ჯაზის მიმართულება
ა) გიორგი ჭიჭინაძე – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლეილა მარუაშვილი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ოთარ კაპანაძე – კომისიის მდივანი;
დ) რეზო კიკნაძე – კომისიის წევრი;
ე) ირაკლი ჭოლაძე – კომისიის წევრი;
ვ) ზურაბ ნადარეიშვილი – კომისიის წევრი;
ზ) გიორგი სამსონაძე – კომისიის წევრი.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე