დადგენილება № 39/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინიტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების შესახებ
დადგენილება №39/2021
თარიღი: 12 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 18-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მე-3 პუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, “სსიპ -თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობით საბჭოში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების (არჩევნების) პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” კონსერვატორიის რექტორის 20201 წლის 22 სექტემბრის № 02-96-R ბრძანებით დამტკიცებული საარჩევნო კომისიის 12.10.2021 წლის შემაჯამებელი ოქმისა და კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 12 ოქტომბრის № 09სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმი № 09),
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 08 ოქტომბრის N 112/2021დადგენილებით შერჩეული კანდიდატი – ნიკოლოზ თოიძე დამტკიცებულ იქნეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე (იხ. დანართი – შემაჯამებელი ოქმი).
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს.
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.
ირაკლი ევსტაფიშვილი
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი