დადგენილება № 116/2021 – სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სპეციალობებზე 2021-2022 სასწავლო წლიდან სახელობითი სტიპენდიების გაცემის კრიტერიუმის განსაზღვრის (შერჩევის) შესახებ
დადგენილება № 116/2021
თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლისპირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57–ე და 61-ე მუხლების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილისსახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, ”სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სტიპენდიების გაცემის წესი“-ს, კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა (2021 წლის 07 ოქტომბრის ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი N 3) და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 15 ოქტომბრის N 47 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N 47),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. 2021-2022 სასწავლო წლიდან კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტზე სახელობითი სტიპენდიები გაიცეს ”სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სტიპენდიების გაცემის წესი“-ს მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად:
1.1. საშემსრულებლო ფაკულტეტის სპეციალობებზე სახელობითი სტიპენდიები გაიცემა საანგარიშო სემესტრისწინა სემესტრში სტუდენტის აქტიური, წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობის გათვალისწინებით, კერძოდ:
ა) აუცილებელია სტუდენტს სპეციალობის თითოეულ დისციპლინაში ქონდეს მიღებული 96 ქულა და ზევით,ხოლო დანარჩენ საგნებში მისი საშუალო ქულა იყოს 81 და ზევით;
ბ) სპეციალობის დისციპლინებში უპირატესობა ენიჭება ძირითად სპეციალობას;
გ) ძირითად სპეციალობაში ერთნაირი ქულის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება შემდეგ აქტოვობებს: რესპუბლიკურ ან საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვება, ადგილობრივ ან საერთაშორისო ფესტივალებშიმონაწილეობა, სპეციალობის დისციპლინებში კონსერვატორიის მცირე ან დიდ დარბაზებში სოლო კონცერტებისჩატარება; ვოკალისტებისათვის სპექტაკლებში პირველი პარტიების შესრულება; აკადემიური გუნდისდირიჟორობის სტუდენტებისთვის ღია აკადემიურ კონცერტებსა და ფესტივალებში მონაწილეობა;
2. წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტიდან გამომდინარე, შეჩერდეს ”სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სტიპენდიების გაცემის წესი“-ს მე-8 მუხლის მე-4 და 11’ მუხლის მე-4 პუნტების მოქმედება.
3. ძალადაკარგულად ჩაითავლოს ”სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სახელობითი სტიპენდიების გაცემისათვის სტუდენტთა შერჩევის კრიტერიუმების ცვლილების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 19.02.2021 წლის #13/2021 წლის დადგენილება.
4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს (თეა ბუაძე).
5. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
7. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე