დადგენილება №120/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებებზე ასისტენტ–პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ
დადგენილება № 120/2021
თარიღი: 25 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ემუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობისსახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, კონსერვატორიისაკადემიური საბჭოს 2021 წლის 17 მაისის № 55/2021 დადგენილების – “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილისსახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა დაკონკურსისჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ (დამტკიცებულია კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2021 წლის 20 მაისის № 18/2021 დადგენილებით), კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 26 ივლისის№96/2021 დადგენილების – „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისაკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” აკადემიურისაბჭოს 2021 წლის 17 მაისის Nº55/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (დამტკიცებულია კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 28 ივლისის №24/2021 დადგენილებით), „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებებზე ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ კონსერვატორიის რექტორის 2021 წლის 25 აგვისტოს № 02-89-R ბრძანების, სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილისსახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებებზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის(აკადემიური საბჭოს 2021 წლის 01 ოქტომბრის №106/2021 წლის დადგენილება; აკადემიური საბჭოს 2021 წლის 09 ოქტომბრის №115/2021 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილი: № 1357/24, 22.10.2021) და კონსერვატორიისაკადემიური საბჭოს 2021 წლის 25 ოქტომბრის № 49 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციებისურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N 49),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმები და მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებებზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს კონსერვატორიის ადამიანური რესურსების მართვისსამსახურს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილიწესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთაწარმოების სამსახურს.
4. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე tsc.edu.ge.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში(მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე