დადგენილება № 42/2021 – „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 12 ნოემბრის № 125/2021 დადგენილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 42/2021
თარიღი: 29 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ემუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ს“ პუნქტის, კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 29 ნოემბრის № 10 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი № 10),
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 12 ნოემბრის № 125/2021 დადგენილებაწარმოდგენილი დანართი №1-ის სახით;
2. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ-გვერდზე tsc.edu.ge
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 6);
4. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ირაკლი ევსტაფიშვილი
წარმოამდგენლობითი საბჭოს სპიკერი