2011-2019 კონსერვატორიის რექტორი
კომპოზიტორი და შემსრულებელი. სწავლობად კომპოზიციას ოთარ თაქთაქიშვილის, მიხეილ შუღლიაშვილისა და ნოდარ მამისაშვილის კლასში. დაარსების დღიდან იყო ანსამბლ “ანჩისხატის” წევრი.
მოპოვებული აქვს „მარი-ლუიზ-იმბუშის ფონდის“ პრიზი (1993) და „ბრაუნშვაიგის ახალი აკადემიის“ პრიზი კომპოზიციაში (1997).
1998 – 2011 წლებში იყო ლიუბეკის უმაღელსი მუსიკალური სასწავლებლის დოცენტი (ელექტრონული კომპოზიცია)
ამჟამად არის თბილისის კონსერვატორიის და თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. ატარებს ლექციებსა და მასტერკლასებს ელექტრონულ მუსიკაში.