დადგენილება № 136/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლოპროგრამის ,,მუსიკა და დღევანდელობა“კონცენტრაციაზე ,,მუსიკის ტექნოლოგია” დაშვებისწინაპირობის, კერძოდ პროგრამაზე დაშვების დამატებითი მოთხოვნის (მუსიკალურ–სმენითიუნარების შეფასება) განსაზღვრის შესახებ
დადგენილება № 136/2021
თარიღი: 13 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს 2021 წლის 09 დეკემბრის N 07 სხდომის ოქმის და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 13 დეკემბრის № 56 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 56),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ,,მუსიკა და დღევანდელობა” კონცენტრაციაზე ,,მუსიკის ტექნოლოგია” დაშვების წინაპირობა, კერძოდ – პროგრამაზე დაშვების დამატებითი მოთხოვნა (მუსიკალურ-სმენითი უნარების შეფასება);
2. დადგენილება დაეგზავნოს კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, პროგრამის ხელმძღვანელს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, სასწავლო დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე tsc.edu.ge.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოსადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე