დადგენილება №04/2022 – “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო სიმებიანი საკრავების/ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების, აკადემიური გუნდის დირიჟორობის, საოპერო მომზადებისა და სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულებებზე კონცერტმაისტერების (კორეპეტიტორების) სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 14 იანვრის № 01/2022 დადგენილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 04/2022
თარიღი: 17 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი დამე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ემუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანოსარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ს“ პუნქტის, კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2022 წლის 17 იანვრის № 02 სხდომაზე დაფიქსირებულიპოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო სიმებიანი საკრავების/ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების, აკადემიური გუნდის დირიჟორობის, საოპერო მომზადებისა და სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულებებზე კონცერტმაისტერების (კორეპეტიტორების) სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 14 იანვრის № 01/2022 დადგენილება (იხ. ბმული);
2. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ-გვერდზე tsc.edu.ge;
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 6);
4. დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე.
ირაკლი ევსტაფიშვილი
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი