დადგენილება №05/2022 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების ცვლილებების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
დადგენილება № 05/2022
თარიღი: 17 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი დამე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ემუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილისსახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „რ“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის, კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2022 წლის 17 იანვრის№ 02 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. დამტიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების ცვლილებების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
3. სამუშაო ჯგუფს წესდების ცვლილებების პროექტის შემუშავების ვადად განესაზღვროს არაუგვიანეს 2022 წლის 07 მარტისა;
4. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ-გვერდზე tsc.edu.ge;
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 6);
6. დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე.
ირაკლი ევსტაფიშვილი
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი