დადგენილება № 12/2022 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში ცვლილების შეტანის შესახებ
დადგენილება № 12/2022
თარიღი: 18 მარტი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი დამე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ემუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის2014 წლის 07 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისისვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 18 მარტის № 06 სხდომაზე დაფიქსირებულიპოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 06),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში და მე-7 მუხლის პირველ პუნქტში დოქტორნატურის შესახებ ჩანაწერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
– 5000 (პროგრამა/სპეციალობა: კომპოზიცია)
– 4500 (პროგრამა „სამუსიკისმცოდნეო კვლევები“ სპეციალობები: მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკოლოგია, საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია)
– 5500 (პროგრამა „საშემსრულებლო ხელოვნება“ სპეციალობა: სოლო ფორტეპიანო)
– 6500 (პროგრამა „საშემსრულებლო ხელოვნება“ სპეციალობები: საორკესტრო საკრავები, აკადემიური სიმღერა, აკადემიური გუნდის დირიჟორობა, საკონცერტმაისტერო დაოსტატება, კამერული ანსამბლი).“
2. დადგენილება გადაეგზავნოს სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, სასწავლოდეპარტამენტს, ორივე ფაკულტეტის დეკანს, ორივე ფაკულტეტის პროგრამებისა და მიმართულებათახელძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოსადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე