დადგენილება № 16/2022 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 16/2022
თარიღი: 29 აპრილი, 2022 წელი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ და მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ემუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე , 61-ე და 100-ე მუხლების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2022 წლის 29 აპრილის № 05 ოქმის საფუძველზე,
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ეთიკის კოდექსი დანართი #1 შესაბამისად
2. წინამდებარე დადგენილების პირველი პუნტიდან გამომდინარე, ძალადაკარგულად ჩაითვალოს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადრე მოქმედი ეთიკის კოდექსი;
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს.
4. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №64).
6. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოქვეყნებისათნავე.
ირაკლი ევსტაფიშვილი
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი