დადგენილება № 32/2022 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 10 დეკემბრის № 80/2020 დადგენილების დანართში “სტუდენტთა კონტიგენტის განსაზღვრის წესი” დამატების შეტანის შესახებ
დადგენილება № 32/2022
თარიღი: 22 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “წ“ ქვეპუნქტის, საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 18 ივლისის No 530 მოხსენებითი ბარათის და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 22 ივლისის № 15 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 15),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საშემსრულებლო და კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტებზე სტუდენტთა მისაღები ადგილების გამოცხადების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 10 დეკემბრის № 80/2020 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში „სტუდენტთა კონტიგენტის განსაზღვრის წესი“ და III თავის – „ზოგადი მეთოდოლოგია“ მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ნ”, “ო”, “პ” და “ჟ” ქვეპუნქტები:
„ნ) მაგისტრანტობის მსურველ პირთა უსდ-ში ჩარიცხვამდე პერიოდში თითოეულ სამაგისტრო პროგრამაზე განსაზღვრული ადგილების რაოდენობა შესაძლებელია დაკორექტირდეს/გადანაწილდეს საჭიროების შემთხვევაში, თუ:
1) აღნიშნული კორექტირება/გადანაწილება სრულად ითვალისწინებს წინამდებარე დოკუმენტის IV და V მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
2) კონსერვატორიის სამაგისტრო პროგრამებზე კონკრეტული აკადემიური წლისთვის განსაზღვრული სტუდენტთა მისაღები ადგილების ჯამური რაოდენობა არ არის სრულად ათვისებული;
3) მისაღები ადგილების კორექტირების/გადანაწილების მსურველ მიმართულებებზე მაგისტრანტობის მსურველ პირთა შორის ფიქსირდება საშემსრულებლო ტურებში დადებითად შეფასებული კანდიდატები;
ო) წინამდებარე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით დაკორექტირებულ/გადანაწილებულ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ ადგილებზე მაგისტრანტობის მსურველ პირთა შორის კონკურსის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მაღალი დადებითი შეფასების მქონე კანდიდატებს კლებადობის პრინციპის გათვალისწინებით მისაღები ადგილების შევსებამდე;
პ) წინამდებარე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით დაკორექტირებულ/გადანაწილებულ მისაღებ ადგილებზე მაგისტრანტობის მსურველ პირთა შორის დადებითი შეფასების მქონე თანაბარქულიანი კანდიდატების არსებობის შემთხვევაში განისაზღვრება დამატებითი მისაღები ადგილი;
ჟ) წინამდებარე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის პირობით დაკორექტირებულ / გადანაწილებულ მისაღებ ადგილებზე სწავლა ხორციელდება სტუდენტის თვითდაფინანსებით.
2. დადგენილება დაეგზავნოს საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის პროგრამების და მიმართულებების ხელმძღვანელებს, სასწავლო დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე tsc.edu.ge.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 64).
5. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე