დადგენილება № 45/2022 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნების გამოცხადების შესახებ
დადგენილება № 45/2022
თარიღი: 12 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-10 მუხლის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესისა“ (დამტკიცებულია კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 25 ოქტომბრის № 03 და 2022 წლის 21 სექტემბრის № 24/2022 დადგენილებებით) და აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმის 2022 წლის 12 ოქტომბრის № 20 საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) უფლებამოსილების ვადის 2022 წლის 22 ნოემბერს ამოწურვასთან დაკავშირებით, დაინიშნოს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნები 2022 წლის 17 ნოემბერს:
ა) საშემსრულებლო ფაკულტეტი:
აკადემიური პერსონალი – 12 წევრი;
სტუდენტი – 6 წევრი;
ბ) კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი:
აკადემიური პერსონალი – 3 წევრი;
სტუდენტი – 2 წევრი;
2. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) 2022 წლის 17 ნოემბრის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება დაევალოს საარჩევნო კომისიას, რომელიც განისაზღვრება კონსერვატორიის რექტორის ბრძანებით.
3. საარჩევნო კომისიამ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნების ჩატარებისას იხელმძღვანელოს მოქმედი ნორმატიული და კონსერვატორიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესით“.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2022 წლის 24 ოქტომბერს და დასრულდეს 2022 წლის 01 ნოემბერს (7 სამუშაო დღე).
5. კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით, განაცხადის მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე კონსერვატორიის კანცელარიაში (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. №8-10, ოთახი №216, შაბათ-კვირის გარდა) ან კანდიდატებს სარეგისტრაციო განაცხადი შეუძლიათ გამოგზავნონ კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურის ელ.ფოსტაზე: kantselaria@tsc.edu.ge; (იხ. განცხადების ფორმა – აკად. პერსონალი; განცხადების ფორმა – სტუდენტი);
6. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს.
7. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
8. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე.
9. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
10. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №64).
პროფესორი ზეინაბ (ლალი) ბაქრაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე,
აკადემური საბჭოს წევრი