დადგენილება № 25/2022 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) უფლებამოსილების დადასტურების (ცნობის ) შესახებ
დადგენილება № 25/2022
თარიღი: 22 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 17-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-10 მუხლის, მე-13 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-12 პუნტების, „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ კონსერვატორიის რექტორის მ.შ 2022 წლის 21 ოქტომბრის № 02-36-R ბრძანებით დამტკიცებული საარჩევნო კომისიის 17.11.2022 წლის შემაჯამებელი ოქმისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2022 წლის 22 ნოემბრის № 09 საფუძელზე,
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. 2022 წლის 22 ნოემბრიდან, 4 (ოთხი) წლის ვადით, დადასტურებული (ცნობილი) იქნეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს შემდეგი წევრების უფლებამოსილება:
ა) კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი:
აკადემიური პერსონალი
1.ეკატერინე ონიანი
2. ზურაბ ნადარეიშვილი
3. ლეილა მარუაშვილი
სტუდენტი
1. ნინო ვეფხვაძე
2. ბეგი ნიკოლეიშვილი
ბ) საშემსრულებლო ფაკულტეტი:
აკადემიური პერსონალი
1.თენგიზ ჩაჩავა
2. პაპუნა ღვაბერიძე
3. ლელა მჭედლიძე
4. ლიანა ჭონიშვილი
5. ნათია ქავთარაძე
6. თეონა მიქელაძე
7. თამარ ჟვანია
8. ირაკლი ევსტაფიშვილი
9. სოფიო მურუსიძე
10. მარინე ადამიშვილი
11. დავით ალადაშვილი
12. დიმიტრი ბოქოლიშვილი
სტუდენტი
1. სალომე ჩაჩუა
2. დავით პეტრიაშვილი
3. ჯემალ ჯანიაშვილი
4. ალექსანდრე შუბითიძე
5. მარიამ უსანეთაშვილი
6. გული პაპავა
გ) მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) შემადგენლობაში შევიდეს და ცნობილი იქნას კონსერვატორიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მაია მეტრეველის უფლებამოსილება.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს.
3.დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge.
4.წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №64).
5.დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
თენგიზ ჩაჩავა
ასოცირებული პროფესორი,
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის თავმჯდომარე,
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი