დადგენილება № 27/2022 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერის არჩევის შესახებ
დადგენილება № 27/2022
თარიღი: 22 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 18 მუხლის „დ“ პუნქტის, მე-19 მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-11 მუხლის „დ“ პუნქტის, მე-12 მუხლის, მე-13 მუხლის მე-5 პუნქტისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2022 წლის 22 ნოემბრის № 09 ოქმის საფუძელზე,
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერად, 4 (ოთხი) წლის ვადით, არჩეულ იქნეს კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ნათია ქავთარაძე;
2. კონსერვატორიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს დაევალოს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის შესახებ ინფორმაციის ასახვა უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს.
4. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №64).
6.დადგენილება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
თენგის ჩაჩავა
ასოცირებული პროფესორი,
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის თავმჯდომარე,
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი