დადგენილება № 02/2023 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტრატეგიული განვითარების გეგმისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი ჯგუფის დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 02/2023 თარიღი: 13 იანვარი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ემუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ემუხლის, 56-ემუხლისმე-2 ნაწილის, 57-ემუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “წ“ ქვეპუნქტის, კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 13 იანვრის № 01 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭო სსხდომის ოქმი № 01),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.შეიქმნას სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტრატეგიული განვითარების გეგმისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნანა შარიქაძე, ასოცირებული პროფესორი, კონსერვატორიის რექტორი (თავმჯდომარე);
ბ) ნიკოლოზ თოიძე, კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
გ) ნინო ბაქრაძე, ასოცირებული პროფესორი, კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
დ) ანა ჟორჟოლიანი, კონსულტანტი ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში (მდივანი);
ე) დავით ხავთასი, კონსერვატორიის სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) მაია სიგუა, ასოცირებული პროფესორი, მუსიკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, კონსერვატორიის სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ზ) მაია ტაბლიაშვილი, ასოცირებული პროფესორი, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტის უფროსი;
თ) თეა ტიგინაშვილი,კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე;
ი) ივერი კეკენაძე, კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;
კ) სოფიო ხაჭაპურიძე, კონსერვატორიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი;
ლ) ლია ქართლელიშვილი, კონსერვატორიის შესყიდვების სამსახურის უფროსი;
მ) თეა ბუაძე, ასოცირებული პროფესორი, კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანი;
ნ) ოთარ კაპანაძე, ასოცირებული პროფესორი, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანი;
ო) თეონა თაყაიშვილი, კონსერვატორიის იურისტი;
პ) მაია მეტრეველი, კონსერვატორიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი;
ჟ) თამარ ბულია, ასოცირებული პროფესორი, საშემსრულებლო ხელოვნების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
რ) ლიანა ჭონიშვილი, პროფესორი, საშემსრულებლო პროგრამის ხელმძღვანელი;
ს) მარინა ქავთარაძე, პროფესორი, მუსიკოლოგიური კვლევევის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
ტ) მარიკა ნადარეიშვილი, ასოცირებული პროფესორი, მუსიკოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
უ) მაია ვირსალაძე, ასოცირებული პროფესორი, კომპოზიციის პროგრამის ხელმძღვანელი;
ფ) ნათია ქავთარაძე, ასოცირებული პროფესორი წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი;
ქ) ირაკლი არეშიძე, კონსერვატორიის სტუდენტური გაერთიანების თავმჯდომარე;
ღ) ნოდარ კალანდაძე, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი;
ყ) ანნა ნიკოლოზიშვილი, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი;
შ) კოკა ნიკოლაძე, კურსდამთავრებული, ოსლოს მუსიკის აკადემიის ასისტენტ-პროფესორი;
ჩ) თამარ ბუაძე, ქ.რუსთავისო.თაქთაქიშვილისსახელობისსამუსიკოსკოლა; ქ. რუსთავის საპატიო მოქალაქე.
2.სამუშაო ჯგუფმა უზრუნველყოს სტრატეგიული განვითარების გეგმის, ასევე მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება საქართველოს მთავრობის №629 დადგენილების (პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ) შესაბამისად და კონსერვატორიის საზოგადოებისათვის გაზიარების გზით კონსერვატორიის აკადემიური საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა არაუგვიანეს 2023 წლის 10 თებერვლისა.
3.დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე tsc.edu.ge.
4.დადგენილება გადაეგზავნოს სამუშაო ჯგუფის წევრებს.
5.დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე |