დადგენილება № 55/2022 – სსიპ – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგანმანათლებლო პროგრამის ინიცირების, შემუშავებისა და განვითრების წესში ცვლილებების შეტანის შესახებ
დადგენილება № 55/2022
თარიღი: 28 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2022 წლის 28 დეკემბრის № 22 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 22),აკადემიური საბჭო ადგენს:
1.1. შევიდეს ცვლილებები სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის 2021 წლის 16 აპრილის N 41/2021 დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგანმანათლებლო პროგრამის ინიცირების, შემუშავებისა და განვითრების წესში“ – წესის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პროგრამის პროექტის ინიცირება ხორციელდება კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისადმი შესაბამისი განაცხადის ფორმის (იხ. დანართი №1) წარდგენით ყოველი წლის სექტემბერ-ოქტომბერსა და/ან მარტი-აპრილის თვეებში;
4. ინიცირებული პროგრამის პროექტის შეფასების პროცესს უზრუნველყოფს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შესაბამისი ინდიკატორებისა (იხ. დანართი №2) და ფაკულტეტის/კონსერვატორიის სტრატეგიული განვითარების გეგმასთან შესაბამისობით;“ (იხ. წესი – კოდიფიცირებული ვერსია)
2. დადგენილება დაეგზავნოს კონსერვატორიის ორივე ფაკულტეტის დეკანებს,
სტრუქტურულ ერთეულებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, № 64).
5. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე