დადგენილება N31/2023 – “აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2021 წლის 12 ნოემბერის № 125/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დადგენილება N31/2023
თარიღი: 19 მაისი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე და 63-ემუხლების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 19 მაისის № 10 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.შევიდეს შემდეგი ცვლილებები “აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2021 წლის 12 ნოემბერის № 125/2021 დადგენილებაში:
ა) მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. კომპიუტერული უზრუნველყოფის სისტემა Turnitin-ით სამეცნიერო/საკვალიფიკაციო ნაშრომის შემოწმების მხარდაჭერასა და შესაბამისი ჯგუფური და ინდივიდუალური ტრეინინგების ჩატარებას, ასევე აკადემიურ კეთილსინდისიერებასა და შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით კონსულტაციებს უზრუნველყოფს კონსერვატორიის ბიბლიოთეკა;“
ბ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მე-2 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული პლაგიატის ფორმების პრევენციის მიზნით Turnitin-ის ელექტორონული უზრუნველყოფის სისტემის მეშვეობით შემოწმებას გონივრულ ვადებში უზრუნველყოფს: ა) საბაკალავრო და სამაგისტრო საკვალიფიკაციო ნაშრომების სამეცნიერო ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები დაცვამდე არაუგვიანეს 3 კვირით ადრე; ბ) სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები წინასწარი დაცვის თარიღამდე არაუგვიანეს 3 კვირით ადრე. შედეგი ეგზავნება წინასწარი დაცვის ფარგლებში შერჩეულ რეცენზენტებს და შესაბამისი მიმართულების ხელმძღვანელს. გ) სასწავლო კურსების ფარგლებში შესრულებული წერითი ნაშრომების შემოწმებას უზრუნველყოფს შესაბამისი სასწავლო კომპონენტის ლექტორი; გ) აკადემიური, მოწვეული, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი პროდუქტის სამეცნიერო ღონისძებებში მონაწილეობის მიზნით შემოწმებას უზრუნველყოფს კონსერვატორიის ბიბლიოთეკა და სამეცნიერო დეპარტამენტი;“
გ)მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. კომპიუტერული უზრუნველყოფის სისტემით Turintin გადამოწმებას ექვემდებარება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის საკვალიფიკაციო ნაშრომები, კონსერვატორიის ეგიდით განხორციელებული სტუდენტური და სამეცნიერო კონფერენციების მასალები, სამეცნიერო გამოცემები და სხვ.“
დ) მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. აკადემიური და მოწვეული პერსონალი ვალდებულია სწავლების საბაკალავრო, სამაგისტრო და/ან სადოქტორო საფეხურებზე სასწავლო კომპონენტის ფარგლებში ჩართოს წერითი ნაშრომის კომპიუტერული უზრუნველყოფის სისტემით Turnitin-ით შემოწმებისა და შეფასების მეთოდი.“
ე) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული APA (American Physiological Association) სტილის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპების ქართულ ენაზე (დანართი 2.3) შემუშავება დაევალოს კონსერვატორიის ბიბლიოთეკას, სამეცნიერო დეპარტამენტსა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს არაუგვიანეს 2021 წლის 30 ნოემბრისა.“
2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეგზავნოს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობით საბჭოს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ.თბილისი,დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, No64).
5. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე