სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის მუსიკის თეორიისა და მუსიკის ისტორიის მიმართულებებზე პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
დადგენილება N34/2023 წ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, თბილისის ვანო
სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 17 მაისის N 55/2021 დადგენილების – “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ (დამტკიცებულია აკადემიური საბჭოს 2021 წლის 17 მაისის #55/2021 და წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 20 მაისის #18/2021 წლის დადგენილებებით, ცვლილებები შეტანილია კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს აკადემიური საბჭოს 2021 წლის 26 ივლისის #96/2021 და კონსერვატორიის წარმომადგენლობით
საბჭოს 2021 წლის 28 ივლისის #24/2021 დადგენილებებით) მე-4 მუხლის, 1-ლი, მე-2, მე-3 და მე- 11 პუნქტების, „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო
კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის მუსიკის თეორიისა და მუსიკის ისტორიის მიმართულებებზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ კონსერვატორიის რექტორის 04 მაისის #02-16-R ბრძანებისა და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 9 ივნისს No11 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის მუსიკის თეორიის და მუსიკის ისტორიის მიმართულებებზე პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
– მუსიკის თეორიის მიმართულება:
ა) მარინა ქავთარაძე – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლიანა ჭონიშვილი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ეკა ონიანი – კომისიის მდივანი;
დ) გვანცა ღვინჯილია – კომისიის წევრი;
ე) თამარ ჩხეიძე – კომისიის წევრი.
– მუსიკის ისტორიის მიმართულება
ა) მარინა ქავთარაძე – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლიანა ჭონიშვილი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ეკა ონიანი – კომისიის მდივანი;
დ) გვანცა ღვინჯილია – კომისიის წევრი;
ე) ნატალია ზუმბაძე – კომისიის წევრი.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს
კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს, დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის
ოფიციალურ ვებგერდზე -www. tsc.edu.ge.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის
საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12
კილომეტრი, No64).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.
აკდემიური საბჭოს თავმჯდომარე
ნანა შარიქაძე