დადგენილება № 41/2022 – სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 22 ოქტომბრის № 03 დადგენილებით შემუშავებულ და საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 25 ოქტომბრის № 03 დადგენილებით დამტკიცებულ “სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
დადგენილება № 41/2022
თარიღი: 19 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 19 სექტემბრის № 18 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 18),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.შევიდეს შემდეგი ცვლილებები სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 22 ოქტომბრის № 03 დადგენილებით შემუშავებულ და საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 25 ოქტომბრის № 03 დადგენილებით დამტკიცებულ “სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესში“:
ა) 1-ლი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნებს აცხადებს აკადემიური საბჭო.
2. აკადემიური საბჭოს სამართლებრივი აქტი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნების შესახებ უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და საჯაროდ გაცნობის მიზნით გამოქვეყნდეს კონსერვატორიის ვებგვერდზე“.
ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.კონსერვატორიის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა კონსერვატორიის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე, სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის მომენტში ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა აღემატება აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობას. წარმომადგენლობით საბჭოში შედის კონსერვატორიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი“.
გ) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი;
2. წინამდებარე დადგენილება დასამტკიცებლად გადაეგზავნოს კონსერვატორიის წარმომადგენლობით საბჭოს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №64).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დადგენილება № 41/2022 – სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 22 ოქტომბრის № 03 დადგენილებით შემუშავებულ და საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 25 ოქტომბრის № 03 დადგენილებით დამტკიცებულ “სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
ასოც. პროფესორი ნანა ლესელიძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე,
აკადემური საბჭოს წევრი