დადგენილება 43/2023 “სსიპ- თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 12 ნომბერის #125/2021 და 2023 წლის 19 მაისის #31/2023 წლის დადგენილებებით დამტკიცებული “აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტის“ დახვეწისა და სრულყოფის მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2023 წლის 09 ივნისის #35/2023 დადგენილებაში ნაწილობრივი ცვლილების შეტანის შესახებ
დადგენილება 43/2023
თარიღი: 06 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე, 63 და მე-100 მუხლების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-15 პუნქტის, “აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტის“ დახვეწისა და სრულყოფის მიზნით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის – მარინა ქავთარაძის 03.07.2023 წლის # 808/24 წერილისა და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 06 ივლისის No 14 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.შევიდეს ცვლილება “სსიპ- თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 12 ნომბერის #125/2021 და 2023 წლის 19 მაისის #31/2023 წლის დადგენილებებით დამტკიცებული “აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტის“ დახვეწისა და სრულყოფის მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2023 წლის 09 ივნისის #35/2023 დადგენილების მე-2 პუნქტში და სამუშაო ჯგუფის მიერ აკადემიური საბჭოსათვის შესაბამისი დასკვნის (რეკომენდაციის) წარდგენის ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2023 წლის 01 აგვისტო. დანარჩენ ნაწილში დადგენილება დარჩეს უცვლელი.
2.უზრუნველყოფილი იქნეს დადგენილების გადაცემა სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის და მისი კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ.გვერდზე განთავსება.
3.დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე