დადგენილება N41/2023 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებებზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ
დადგენილება N41/2023
თარიღი: 6 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 17 მაისის #55/2021 დადგენილების – “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ (დამტკიცებულია კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2021 წლის 20 მაისის № 18/2021 დადგენილებით), „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებებზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ კონსერვატორიის რექტორის 2023 წლის 04 მაისის #02-17-R ბრძანების, სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებებზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 09.06.2023 წლის #33/ 2023 წ. და უნდა 23.06.2023 წლის #37/2023 დადგენილებები) გადაწყვეტილებებისა (2023 წლის 03 ივლისის წერილი:805/24) და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 06 ივლისის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმები და მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებებზე აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
ა. სოლო აკადემიური სიმღერა:
ა.ა. გულიკო კარიაული- პროფესორი;
ა.ბ. ელდარ გეწაძე – პროფესორი;
ა.გ ლიანა დადივაძე – ასოცირებული პროფესორი;
ბ. საოპერო მომზადება:
ზაზა აზმაიფარაშვილი – პროფესორი;
გ. საორკესტრო სიმებიანი საკრავები:
ქეთევან თუშმალიშვილი – პროფესორი;
დ. საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები:
მურთაზ მაწკეპლაძე – პროფესორი;
ე. კლავიშიანი საკრავები:
ე.ა ნინო ქათამაძე – პროფესორი;
ე.ბ. ლალი სანიკიძე – პროფესორი;
ვ. საკონცერტმაისტერო დაოსტატება:
ზეინაბ (ლალი) ბაქრაძე – პროფესორი;
ზ. კამერული ანსამბლის და კვარტეტის კლასი:
ოთარ ჩუბინიშვილი – პროფესორი;
თ. აკადემიური გუნდის დირიჟორობა:
ავთანდილ რევიშვილი – ასოცირებული პროფესორი;
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს კონსერვატორიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს.
4. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №64).
6. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ნანა შარიქაძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე