დადგენილება N48/2023 სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულებაზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
დადგენილება N48/2023
თარიღი: 14 ივლისი 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 17 მაისის N 55/2021 დადგენილების – “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ (დამტკიცებულია აკადემიური საბჭოს 2021 წლის 17 მაისის #55/2021 და წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 20 მაისის #18/2021 წლის დადგენილებებით, ცვლილებები შეტანილია კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს აკადემიური საბჭოს 2021 წლის 26 ივლისის #96/2021 და კონსერვატორიის წარმომადგენლობით საბჭოს 2021 წლის 28 ივლისის #24/2021 დადგენილებებით) მე-4 მუხლის, 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-11 პუნქტების, „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულებაზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ კონსერვატორიის რექტორის 2023 წლის 21 ივნისის #02-22-R ბრძანებისა და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 14 ივლისს №15 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულებაზე (სოლო სიმღერა) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ზაზა აზმაიფარაშვილი – (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) სვეტლანა ეგოროვა – (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) გვანცა ღვინჯილია – (კომისიის მდივანი);
დ) თემურ გუგუშვილი -( კომისიის წევრი);
ე) ქეთევან ელიავა – ( კომისიის წევრი);
ვ) ელდარ გეწაძე -( კომისიის წევრი);
ზ) ავთანდილ რევიშვილი – ( კომისიის წევრი).
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს, დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგერდზე -www. tsc.edu.ge.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
აკდემიური საბჭოს თავმჯდომარე
ნანა შარიქაძე