დადგენილება N52/2023 სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე
დადგენილება N52/2023
თარიღი: 28 ივლისი, 2023 წელი
,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის 1-5 პუნქტების, 24–ე მუხლის პირველი პუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის #16 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 16),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდეს არჩევნები, დაიწყოს კანდიდატთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ” განცხადების ტექსტი დანართი 1 -ის შესაბამისად.
2. სსიპ –თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, განისაზღვროს და დამტკიცდეს არჩევნების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისია, რომელსაც დაევალება სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება აკადემიური საბჭოს დავალებების შესაბამისად.
3. წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული განცხადების ტექსტი გამოქვეყნდეს გაზეთში „რეზონანსი“, განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge და კონსერვატორიის ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, No64).
5. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე