დადგენილება #75/2023 წ. -სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
დადგენილება #75/2023 წ.
თარიღი: 24 ოქტომბერი, 2023 წელი
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, ” სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 24 ოქტომბრის #73/2023 დადგენილების მე-3 პუნქტისა და „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის/რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის # 51/2023 დადგენილებისა და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 24 ოქტომბრის N23 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N23),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის, „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის/რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის # 51/2023 დადგენილებისა და აკადემიური საბჭოს დავალებების შესაბამისად არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, დამტკიცდეს საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მარიკა ნადარეიშვილი – კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი, მუსიკის თეორიის მიმართულების ხელმძღვანელი, მუსიკოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
ბ) მაია ტაბლიაშვილი – კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
გ) ნინო ლეშკაშელი – კონსერვატორიის კონცერტმაისტერი, კომისიის წევრი;
დ)თეონა თაყაიშვილი – კონსერვატორიის იურისტი, კომისიის წევრი;
ე) დავით ხავთასი – კონსერვატორიის სასწავლო დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge.
4. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ პირთათვის დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს.
5.დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
ზეინაბ (ლალი) ბაქრაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე,
აკადემური საბჭოს წევრი