Erasmus+ პროგრამით სტიპენდიების კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველი
თსკ-ის სტუდენტებისთვის
თსკ-ის სტუდენტთა მობილობა ხორციელდება პარტნიორ ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებთან Erasmus+ ICM (International Credit Mobility) თანამშრომლობის ფარგლებში. მობილობა ნებისმიერ საფეხურზე (ბაკალავრიატის მეორე კურსიდან) ნებისმიერ დისციპლინაშია შესაძლებელი. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია 3-12 თვით (1 ან 2 სემესტრით) თითოეული ციკლის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ფარგლებში.
Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადის გაკეთება შეუძლიათ, როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც გააჩნიათ კონსერვატორიის აქტიური სტუდენტის სტატუსი.
გაზაფხულის სემესტრში მობილობის განხორციელების მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია საერთაშორისო დეპარტამენტში (მეილზე: erasmus@tsc.edu.ge) უნდა წარმოადგინოთ 15-30 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო შემოდგომის სემესტრსა და ერთი სასწავლო წლით მობილობის განხორციელების მსურველებმა განაცხადი უნდა გააკეთოთ ყოველი წლის 15-30 იანვრის განმავლობაში.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ერასმუს PIC ნომერია: 932283976
თსკ-ის სტუდენტებმა ერასმუს+ სტიპენდიის მოსაპოვებლად და გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:
ა) წინასწარი შერჩევა (პრესელექცია) თსკ-ში;
ბ) საჭირო დოკუმენტაციის ევროპულ სასწავლებლებში გაგზავნა;
გ) სავიზო პროცედურების გავლა.
წინასწარი შერჩევის პროცესს კოორდინირებას მთლიანად უწევს თსკ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.
საბუთების მიღება ცხადდება, წელიწადში ორჯერ, იანვარსა და სექტემბერში.
წინასწარი შერჩევის ეტაპზე სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) ცნობა აქტიური სტატუსის და სპეციალობის საგნებში დავალიანების არქონის შესახებ – ქართულად;
ბ) >>> შევსებული სააპლიკაციო ფორმა და
>>> კითხვარი
გ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
პრესელექციის შემდეგ სტუდენტები აგზავნიან საჭირო დოკუმენტაციის ევროპულ სასწავლებლებში. საბუთების ზუსტ ჩამონათვალ სტუდენტები უნდა გაეცნონ მიმღები სასწავლებლების ვებ-გვერდებზე. ძირითადად, სასწავლებლები ითხოვენ შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) სააპლიკაციო ფორმა
ბ) სასწავლო ხელშეკრულება
გ) პასპორტის/მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
დ) Curriculum Vitae/ რეზიუმე
ე) სამოტივაციო წერილი
ვ) ნიშნები ფურცელი/დიპლომის დანართი ან სწავლების საფეხურის/წინა საფეხურის დამადასტურებელი საბუთი
ზ) აუდიო/ვიდეო ჩანაწერი, ხანგრძლივობა: 15-20 წუთი
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ექვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი – არსებობის შემთხვევაში
ი) ფოტოსურათი
მეორე ეტაპის ყველა საბუთი უნდა გაიგზავნოს EASY პლატფორმიდან (aec.dreamapply.com), რომელიც AEC – ევროპის კონსერვატორიებისა და მუსიკის აკადემიების ასოციაციის ქოლგის ქვეშ მუშაობს და აერთიანებს 300-ზე მეტ სახელოვნებო სასწავლებელს.
ევროპული სასწავლებლის მიერ აპლიკანტის შერჩევის შემთხვევაში სტუდენტი გადის სავიზო პროცედურებს და აფორმებს ფინანსურ და სასწავლო ხელშეკრულებებს.
შეკითხვებისთვის მიმართეთ კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს – erasmus@tsc.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ერასმუს+ გზამკვლევს.
თსკ-ში Erasmus+ პროგრამით სწავლის მსურველი პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის
თსკ-ში სტუდენტთა საერთაშორისო მობილობა ხორციელდება პარტნიორ ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებთან Erasmus+ ICM (International Credit Mobility) თანამშრომლობის ფარგლებში. მობილობა ნებისმიერ საფეხურზე (ბაკალავრიატის მეორე კურსიდან) ნებისმიერ დისციპლინაშია შესაძლებელი. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია 3-12 თვით (1 ან 2 სემესტრით) თითოეული ციკლის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ფარგლებში.
თსკ-ში Erasmus+ პროგრამით სწავლის მსურველმა პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
თსკ-ში Erasmus+ პროგრამით სწავლის მსურველმა პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებმა თსკ-ის საერთაშორისო დეპარტამენტის მეილზე (erasmus@tsc.edu.ge)
მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე (გაზაფხულის სემესტრში სწავლის სურვილის შემთხვევაში) ან 15 მარტიდან 15 აპრილამდე (შემოდგომის სემესტრში სწავლის სურვილის შემთხვევაში).
კონტაქტი:
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი, ოთახი: 225
ტელ: (+995 32) 2 98 71 86
email: erasmus@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. 8-10