ისტორია
1921 წელს შეიქმნა სპეციალური ფორტეპიანოს კურსები. 1932 წელს დაარსდა სპეციალური ფორტეპიანოს კათედრა (გამგე პროფ. ანა თულაშვილი). სხვადასხვა დროს კათედრას ხელმძღვანელობდნენ: ა. თულაშვილი, ა. ვირსალაძე, ვ. კუფტინა, ი.აისბერგი, თ. ჩხარტიშვილი, ვ. შიუკაშვილი, ნ. გაბუნია.
კონსერვატორიის კურსდამთავრებულები არიან ისეთი ცნობილი პიანისტები, როგორებიცაა: დიმიტრი ბაშკიროვი, ლევ ვლასენკო, მარგარიტა ჩხეიძე, მარინე მდივანი, ელისო ვირსალაძე, ციალა კვერნაძე, ალექსანდრე ნიჟარაძე, თენგიზ ამირეჯიბი, ელისო ბოლქვაძე, ნოდარ გაბუნია, ალექსანდრე კორსანტია, ლექსო თორაძე და სხვ.
სპეციალური ფორტეპიანოს კათედრასთან 1963 წლიდან არსებობს საორგანო კლასი.
მიმართულების ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფ. მანანა გოცირიძე