თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული “მუსიკისმცოდნეობის საკითხები“.
რეცენზენტები:
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი რუსუდან წურწუმია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნათელა თავხელიძე
რედაქტორთა ჯგუფი:
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მარინა ქავთარაძე
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი დევილ არუთინოვი – ჯინჭარაძე
ქეთევან ბაქრაძე
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მანანა ტაბიძე (ლიტ. რედ.)
მაია კაჭკაჭიშვილი (ინგლ. ანოტ. რედ.)
ISSN 1512-2352
ISBN 978-9941-9399-2-1
2015 წ.
კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული აერთიანებს მუსიკის ისტორიისა და თეორიის, სასულიერო მუსიკისა და სამუსიკო შემსრულებლობისადმი მიძღვნილ სტატიებს. მასში შესულია 2012 წლის ამავე სახელწოდების კონფერენციის ზოგიერთი მასალა და ადრეული წლების რამდენიმე გამოუქვეყნებელი სტატია, რომლებიც დღესაც აქტუალურია. წიგნი ქართულ ენაზეა ინგლისური ანოტაციებით.