თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 1948 წლიდან არსებობს სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება (ს.ს.ს.). ის წარმოადგენს სტუდენტთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლის მუშაობაშიც, ძირითადად, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები არიან ჩართულნი, თუმცა სტუდენტი-შემსრულებლებიც ხშირად იღებენ აქტიურ მონაწილეობას.
სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება მიზნად ისახავს სტუდენტების თვალსაწიერის გაფართოებას, დამოუკიდებელი აზროვნებისა და დისკუსიის უნარის ჩამოყალიბებას.
სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მუშაობის ძირითად ფორმებია:
სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელია მუსიკის ისტორიისა და მუსიკის თეორიის მიმართულებების პროფესორი, ხელოვნებათმცოდენობის დოქტორი – ქეთევან ბოლაშვილი. იგი სტუდენტებთან ერთად, შეიმუშავებს სამოქმედო სტრატეგიას, ადგენს შეხვედრების თემატიკას, და თავმჯდომარე, რომელიც საზოგადოების მუშაობას წარმართავს. თავმჯდომარის არჩევნები ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ტარდება. 2020/2021 სასწავლო წელს, საზოგადოების წევრებმა თავმჯდომარედ აირჩიეს კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტი ირინა დუმბაძე.
2020 წლიდან ს.ს.ს.-ში მნიშვნელოვანი სიახლეებია:
1948 წლის შემდეგ პირველად, ს.ს.ს.-ს უკვე აქვს საკუთარი ლოგო.
2020 წელს შეიქმნა ს.ს.ს.-ის Facebook გვერდიც, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს საზოგადოების მუშაობაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებსა და სიახლეებს (გვერდის ბმული).
ასევე, 2020 წლიდან ფუნქციონირებს სტუნდეტთა სამეცნიერო საზოგადოების მიერ დაფუძნებული სტუდენტური ბლოგი – OPUS 2, რომელიც შეიქმნა ს.ს.ს.-ის წევრების (მარიამ ჭეიშვილი და ირინა დუმბაძე) ინიციატივით.
საკონტაქტო ინფორმაცია
e-mail: sss@tsc.edu.ge