დადგენილება № 10/2022 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის “საშემსრულებლო ხელოვნება” სპეციალობაზე “აკადემიური გუნდის დირიჟორობა” 2022–2023 სასწავლო წლის მისაღებ მოთხოვნებში ერთჯერადი ცვლილების შეტანის შესახებ
დადგენილება № 10/2022
თარიღი: 18 მარტი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი დამე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ემუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანოსარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის, საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოს 2022 წლის 14 მარტის № 13 სხდომის ოქმის დაკონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 18 მარტის № 06 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციებისურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 06),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს ერთჯერადი ცვლილება სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის “საშემსრულებლო ხელოვნება” სპეციალობაზე “აკადემიური გუნდის დირიჟორობა” 2022-2023 სასწავლო წლის მისაღებ მოთხოვნებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
სპეციალობა – „აკადემიური გუნდის დირიჟორობა“
პირველი ტური – დირიჟორობა 2 როიალთან
გამოცდაზე უნდა შესრულდეს 3 ნაწარმოები (სირთულე III – IV კურსი):
1. ორი a cappella ნაწარმოები;
2. ერთი ნაწარმოები თანხლებით – საოპერო სცენა ან საგუნდო პოლიფონია (ნაწილი კანტატიდან, ორატორიიდან ან მესიდან) კონკურსანტის არჩევით
აბიტურიენტს მოეთხოვება:
1. საგამოცდო პროგრამის დირიჟორობა ზეპირად;
2. გასაუბრება საგამოცდო პროგრამის ირგვლივ;
3. a cappella საგუნდო ნაწარმოებების პარტიტურების დაკვრა ფორტეპიანოზე – ნოტებით;
4. a cappella საგუნდო ნაწარმოების საგუნდო პარტიების მღერა – ნოტებით.
შენიშვნა: პროგრამაში შესაძლებელია გამეორდეს ერთი ნაწარმოები ბაკალავრიატში განვლილი კურსიდან.
2. დადგენილება დაეგზავნოს საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, აკადემიური გუნდის დირიჟორობისმიმართულების ხელმძღვანელს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, სასწავლოდეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე tsc.edu.ge.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოსადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე