დადგენილება № 31/2022 – სსიპ – ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ სადოქტორო პროგრამის კვლევითი კომპონენტის შემსრულებლობის ნაწილში ცვლილების შეტანის შესახებ
დადგენილება № 31/2022
თარიღი: 15 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “წ“ ქვეპუნქტის, კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოს 2022 წლის 11 ივლისის № 17 სხდომის ოქმისა და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 15 ივლისის № 14 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 14);
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება სსიპ – ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ სადოქტორო პროგრამის კვლევითი კომპონენტის შემსრულებლობის ნაწილში და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„კვლევითი კომპონენტი შედგება შემსრულებლობისა და კვლევის ნაწილებისაგან. დოქტორანტი ვალდებულია ყოველწლიურად გამართოს კონცერტი (დოქტორანტურის განმავლობაში სულ 3 კონცერტი), რომლის რეპერტუარიც შეესაბამება პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს, წინასწარ არის გაწერილი ინდივიდუალური გეგმით, შეთანხმებული და დამტკიცებულია შესაბამისი მიმართულების სხდომაზე.
შესაძლებელია დოქტორანტმა კონცერტები შეასრულოს როგორც კონსერვატორიის, ასევე სხვა აკადემიურ / საკონცერტო სივრცეში. დოქტორანტის მიერ სხვა აკადემიურ / საკონცერტო სივრცეში შესრულებული კონცერტებიდან შესაძლებელია აღიარებულ იქნას (ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტების მიმართულებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონცერტს ესწრება ჟიური) 1 კონცერტი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: 1) რეპერტუარი შეესაბამება პროგრამითა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული რეპერტუარის სტილს, ჟანრს, ეპოქასა და ქრონომეტრაჟს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 2) დოქტორანტის მიერ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი პროგრამა და ვიდეოჩანაწერი.
სასწავლო კომპონენტებისა და 3 კონცერტის შესრულება წარმოადგენს სადისერტაციო ნაშრომის დაცვაზე დაშვების წინაპირობას”.
2. დადგენილება გადაეგზავნოს საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის მიმართულებათა და პროგრამების ხელმძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, სასწავლო დეპარტამენტს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე tsc.edu.ge.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 64).
5. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე