დადგენილება № 33/2022 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის ავტორიზაციის შუალედური თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის შესახებ
დადგენილება № 33/2022
თარიღი: 22 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “წ“ ქვეპუნქტის, კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 22 ივლისის № 15 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 15),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ავტორიზაციის შუალედური თვითშეფასების ანგარიში;
2. დადგენილება გადაეგზავნოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, ადმინისტრაციის ხელძღვანელს, ორივე ფაკულტეტის დეკანს, სასწავლო დეპარტამენტს, ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 64).
5. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე