დადგენილება № 34/2022 – სსიპ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ 2022-2023 სასწავლო წლისთვის გადანაწილებული და დაკორექტირებული მისაღები ადგილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 34/2022
თარიღი: 29 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ემუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების, კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის 2022 წლის 25 ივლისის № 18 სხდომის ოქმის და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 29 ივლისის № 16 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 16),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტისსამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ 2022-2023 სასწავლო
წლისთვის გადანაწილებული და დაკორექტირებული მისაღები ადგილები შემდეგი სახით:
2. დადგენილება გადაეგზავნოს საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის მიმართულებათა და პროგრამების ხელმძღვანელებს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, სასწავლო დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №64);
5.დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე