მოქმედი აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართება 2022 წლის 14 სექტემბერს:
ა) საშემსრულებლო ფაკულტეტი – 3 წევრი;
ბ) კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი – 3 წევრი.
აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 5 სექტემბერს 10:00 საათზე და დასრულდება 2022 წლის 9 სექტემბერს 18:00 საათზე.
კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით განაცხადი წარმოდგენა შესაძლებელია კონსერვატორიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. №8-10, ოთახი № 212).
ასევე, კანდიდატებს შეუძლიათ სარეგისტრაციო განაცხადის გამოგზავნა კონსერვატორიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ელ.ფოსტაზე: hr@tsc.edu.ge.