დადგენილება №119/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის 2021-2022 სასწავლო წელს საბაკალავროპროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ შიდა და გარე მობილობით ჩარიცხულ სტუდენტთაინდივიდუალური სასწავლო გეგმების დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 119/2021
თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის, საშემსრულებლო ფაკულტეტის 2021 წლის 18 ოქტომბრის N 4 სხდომის ოქმისა და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 22 ოქტომბრის № 48 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 48),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმები სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ 2021-2022 სასწავლო წელს შიდა და გარე მობილობით ჩარიცხული შემდეგი სტუდენტებისათვის: ნინა კიკილაშვილი, ეკატერინე აბულაძე, თამარ ღონღაძე, ნინო ცუცქირიძე;
2. დადგენილება გადაეგზავნოს საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელებს, სასწავლო დეპარტამენტს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე