დადგენილება №31/2021 – „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების დაკისრების შესახებ“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 10 სექტემბრის №102/2021 დადგენილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 31/2021
თარიღი: 13 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველიდა მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანოსარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ქვეპუნქტის, სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ქეთევან იაშვილის 2021 წლის 07 სექტემბრის N 1102/22 განცხადების და კონსერვატორიისწარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 13 სექტემბრის № 08 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციებისურთიერთშეჯერების საფუძველზე,
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების დაკისრების შესახებ“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 10 სექტემბრის №102/2021 დადგენილება“ წარმოდგენილი დანართი N 1-ის სახით;
2. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ-გვერდზე tsc.edu.ge;
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 6);
4. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ირაკი ევსტაფიშვილი
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი