დადგენილება № 34/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დადგენილება №34/2021
თარიღი: 13 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 10 სექტემბრის N 670 წერილის, წარმომადგენლობითი საბჭოს 13 სექტემბრის № 08 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციებისურთიერთშეჯერების საფუძველზე,
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის დებულება წარმოდგენილი დანართი N 1-ის სახით;
2. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ-გვერდზე tsc.edu.ge;
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 6);
4. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ირაკლი ევსტაფიშვილი
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი