დადგენილება №45/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის შესახებ
დადგენილება №45/2021
თარიღი: 23 აპრილი, 2021 წელი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“
ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07
ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8
მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2021 წლის 19 მარტის N
28/2021 დადგენილებისა და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 23 აპრილის №17 სხდომაზე
დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს
სხდომის ოქმი № 17),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შერჩეულ იქნეს მაია ავალიანის კანდიდატურა;
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ –თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობით საბჭოს;
3. კანონმდებლობის დადგენილი წესით, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატის დამტკიცების შემთხვევაში, ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა აითვალოს მოქმედი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ამოწურვისთანავე;
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმისწარმოების სამსახურს;
5. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge;
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6);
7. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე