დადგენილება №43/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 02 აპრილის №39/2021 დადგენილებაში – „ახალი კორონავირუსის Covid-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში არსებული მცირე დარბაზის უსაფრთხოდ მუშაობის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ
დადგენილება №43/2021
თარიღი: 16 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 16 აპრილის №15 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 15),
აკადემიური საბჭო ადგენს:
9.1.1. ვიზიტორები არ განთავსდებიან პირველ, მეორე და მესამე რიგში
9.1.3. ჩახერგეთ გაუქმებული რიგები და ადგილები. განათავსეთ ამკრძალავი ნიშნები;
9.1.4. უზრუნველყავით ვიზიტორთა დარბაზში დაშვების დაგეგმვა იმგვარად, რომ არ მოხდეს ვიზიტორების დარბაზში დიდი ხნით დაყოვნება;
9.1.5. გამოყავით პასუხისმგებელი პირი, რომელიც მოუწოდებს ვიზიტორებს დროულად განთავსდნენ;
9.1.6. ადგილების ჯამური რაოდენობა: 40 ადგილი (ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად).
1.2. მუხლი – IXIII – მცირე დარბაზის საარტისტო – ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
9.3.1. მცირე დარბაზის საარტისტოში აკრძალულია ვიზიტორების მიღება. მცირე დარბაზში დაუშვებელია არტისტის გარდა სხვა თანხლები პირის დაშვება.
9.3.2. საარტისტოში არსტისტის შესვლამდე უზრუნველყავით სივრცის დეზინფიცირება და სივრცის ირიბი განიავება არანაკლებ 30 წთ-იანი შუალედისა.
9.3.3. საარტისტო აღჭურვეთ ხელის სადეზინფექციო ხსნარითა და ადამიანთა დასაშვები მაქსიმალური რაოდენობის ამკრძალავი ნიშნით.
9.3.4. არტისტის მიერ საარტისტოს დატოვების შემდგომ უზრუნველყავით საარტისტოს სველი წესით დასუფთავება, დეზინფიცირება და განიავება.
9.3.5. უზრუნველყავით საარტისტოს განიავება არანაკლებ 30-წთიანი შუალედით დალაგების დასრულების შემდგომ.
1.3. IXIII მუხლის – მცირე დარბაზის საარტისტო – 9.3.6. პუნქტი ჩამოყალიბდეს ცალკე X მუხლად
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე