დადგენილება №53/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში ცვლილებების შეტანის შესახებ
დადგენილება N 53/2021
თარიღი: 14 მაისი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2021 წლის 14 მაისის №21 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 21),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილებები სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში ცვლილებების შეტანის შესახებ:
1.1. მუხლი 4-ის – კონსერვატორიის სტუდენტის სტატუსის შეჩერება – 4.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4.1. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:
● ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა (ფინანსური დავალიანება);
● აკადემიური შვებულება (აკადემიური შვებულება შესაძლებელია გაფორმდეს სტუდენტის პირადი განცხადების საფუძველზე სემესტრის დაწყებამდე) (9.07.2018).
● საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული ვადის ამოწურვა საგნობრივი დავალიანების/ების არსებობის შემთხვევაში, თუ სტუდენტი მომდევნო სემესტრში/ებში არ სარგებლობს გაცვლითი პროგრამით.
● ავადმყოფობა;
● უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა;
● კონსერვატორიის წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოებები.
1.2. მუხლი 5-ის კონსერვატორიის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა – 5.1. პუნქტი ჩამოყაბდეს შემდეგი რედაქციით:
5.1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:
● პირადი განცხადება;
● შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში.
● ერთი და იმავე სასწავლო კურსის (საგნის) სამჯერ გავლა და კრედიტის ვერ მიღება.
● საკვალიფიკაციო გამოცდაზე სამჯერადი დავალიანების არსებობა.
● კონსერვატორიის წესდებით დადგენილი სხვა შემთხვევები (01.08.2019).
1.3.მუხლი 12-ის – დამატებითი სემესტრის გავლა – 12.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
12.1. სტუდენტს, რომელმაც საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოიპოვა შესაბამისი აკადემიური ხარისხი, უფლება ეძლევა თვითდაფინანსების გზით დაასრულოს სასწავლო პროგრამა დამატებით სემესტრში/სემესტრებში. დამატებითი სემესტრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საფეხურის საგანამანთლებლო პროგრამით განსაზღვრულ სემესტრთა იდენტურ რაოდენობას.
2. დადგენილება გადაეგზავნოს სასწავლო დეპარტამენტს, ორივე ფაკულტეტის დეკანს, ორივე ფაკულტეტის მიმართულებათა ხელძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე