2022 წლის 31 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ეთნომუსიკოლოგიის მიმართულება ატარებს ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციას და ტრადიციული მუსიკის საღამოს.
სამეცნიერო კონფერენციისა და საღამოს მიზანია საერო და სასულიერო მუსიკის ახალგაზრდა მკვლევართა და შემსრულებელთა განვითარების ხელშეწყობა, ტრადიციული შემსრულებლობის დაცვა და პოპულარიზაცია.
კონფერენციასა და საღამოში მონაწილეობა შეუძლია ხალხური და საეკლესიო მუსიკის (მათ შორის, არაქართულის) ნებისმიერ ახალგაზრდა მკვლევარს (როგორც მუსიკოსს, ისე არამუსიკოსს) და შემსრულებელს (მომღერალს, საკრავზე დამკვრელს, მგალობელს; როგორც ჯგუფს, ისე სოლისტს).
სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება კონსერვატორიის 401-ე აუდიტორიაში (დასაწყისი: 11:00 სთ.)
ტრადიციული მუსიკის საღამო გაიმართება კონსერვატორიის მცირე დარბაზში (დასაწყისი: 19:00 სთ.)
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები 10 მაისამდე უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე და პროექტის ხელმძღვანელის, პროფ. ნატალია ზუმბაძის ელ. ფოსტაზე natalia.zumbadze@tsc.edu.ge უნდა გააგზავნონ მოხსენების თეზისები (არაუმეტეს 1 გვერდისა).
თეზისების გაფორმების წესი:
საღამოში მონაწილეობის მსურველებმა პროფ. ნატალია ზუმბაძის ელ. ფოსტაზე natalia.zumbadze@tsc.edu.ge 10 მაისამდე უნდა გააგზავნონ 3-5 ნიმუშის (სიმღერის/დასაკრავის/საგალობლის) აუდიო ან ვიდეოჩანაწერი.
საღამოს მონაწილეების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ შემსრულებლებს, რომლებიც კონფერენციაშიც მონაწილეობენ.
გადაწყვეტილება კონფერენციასა და საღამოში მონაწილეობის შესახებ მსურველებს ეცნობებათ არაუგვიანეს 15 მაისისა.