სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია აცხადებს არჩევნებს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები შედგება 4 აპრილს, 2025 წლის 04 აპრილს, 11:00-დან 13 საათამდე, 405 აუდიტორიაში.
კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) იწარმოებს 2025 წლის 1-დან 3 აპრილის ჩათვლით,მისამართზე: თბილისი, გრიბოედოვის ქ. N8/10, (დეკანატი) ან ელ.ფოსტის მეშვეობით: compose-theory@tsc.edu.ge.
სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ არჩევნებში მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) თსკ-ის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;ბ) თსკ-ის სადისერტაციო საბჭოს წევრი;
ბ) თსკ-ის სადისერტაციო საბჭოს წევრი;
გ) ქართული ენის ცოდნა;
დ) სასურველია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, გერმანული, რუსული ან სხვა);
ე) კომპიუტერული პროგრამების, ინტერნეტისა და ელ.ფოსტის აპლიკაციების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
ვ) კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები;
ზ) დროის მართვის, შეზღუდულ დროში და პარალელურ რეჟიმში რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის კარგად განვითარებული უნარები.
არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი; განაცხადის ფორმა
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.