საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა – 4 წელი (8 სემესტრი)
კრედიტები – 240 ECTS
პროგრამაზე „მუსიკა და დღევანდელობა – მუსიკის ტექნოლოგია“ აბიტურიენტი ჩაირიცხება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე, პროგრამაზე დაშვების დამატებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველზე; კერძოდ, წერითი ფორმატის ტესტით შეფასდება აბიტურიენტის მუსიკალურ-სმენითი უნარები. ამისათვის აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, კონსერვატორიაში რეგისტრაციის გავლა!
ბაკალავრიატში მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან სრული ზოგადი განათლების მქონე ის აბიტურიენტები, რომელთაც რეგისტრაცია გაიარეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში
მისაღები მოთხოვნები
ტესტის ნიმუში
2023-2024 სასწავლო წლისათვის მისაღები ადგილების რაოდენობა:
პროგრამული დაფინანსების გარეშე 10
აბიტურიენტმა რეგისტრაციისას უნდა შემოიტანოს შემდეგი საბუთები:
1. რეგისტრაციის ფორმა
2. პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი
3. ერთი ფოტოსურათი ელექტრონული სახით (3X4, JPG)
4.კონკურსში (შემოქმედებითი ტური/გამოცდა) მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი(იხ.საბანკო რეკვიზიტები)
საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასური შეადგენს (1 წელი) – 2250 ლარს.
მინიმალური შენატანი შეადგენს წლიური ღირებულების ნახევარს.
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეადგენს – 4000 ევროს
კონტაქტი:
სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტი
ოთახი: 227
ტელ:(+995 32) 2 995 194
email: admission@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,გრიბოედოვის ქ. 8-10