2021 წლის 19 მაისს ტარდება ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება შალვა ასლანიშვილის დაბადებიდან 125-ე წლისთავს. კონფერენცია გაიმართება ონლაინ ფორმატში zoom პლატფორმის მეშვეობით.
2021 წლის 19 მაისს ტარდება ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება შალვა ასლანიშვილის დაბადებიდან 125-ე წლისთავს. კონფერენცია გაიმართება ონლაინ ფორმატში zoom პლატფორმის მეშვეობით.
1 მაისს, კონსერვატორიამ 104 წლის იუბილე აღნიშნა. კონსერვატორიის დიდმა დარბაზმა გალა კონცერტს უმასპინძლა სხვადასხვა მიმართულების სტუდენტების მონაწილეობით. კონცერტის დასასრულს რექტორმა ნანა შარიქაძემ კონსერვატორიაში მოღვაწე ის ადამიანები დააჟილდოვა, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ქვეყნის კულტურული განვითარების საქმეში.
ცხადდება კონკურსი სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილი სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით. დეტალურ ინფორმაციას კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყებისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ :
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე რეგისტრირებულმა კანდიდატმა, ქალბატონმა მაია ავალიანმა მოხსნა თავისი კანდიდატურა. მისი განცხადება კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ცნობად იქნა მიღებული. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ახალი კონკურსი!
22-24 აპრილს, თბილისის კონსერვატორია უმასპინძლებს თბილისის მე-4 საერთაშორისო მუსიკოლოგიურ კონფერენციას, რომელიც წელს პირველად ონლაინ ფორმატში ჩატარდება.წლევანდელი კონფერენციის თემა არის „ეროვნული და ინტერნაციონალური მუსიკაში“, რომელიც ეძღვნება ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ერთ–ერთი ფუძემდებლის, დირიჟორის, საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგის – ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლისთავს.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობის დასაკავებლად დარეგისტრირებულია 1 კანდიდატი. კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ დარეგისტრირებული კანდიდატის შესახებ მსჯელობა გაიმართება 2021 წლის 21 აპრილს. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება გასაუბრების შესახებ მოგვიანებით გამოქვეყნდება იხ. კანდიდატის კონცეფციაიხ. კანდიდატის ბიოგრაფია
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
ჩაირთო საცდელი წვდომა ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მუსიკალური რესურსებით მდიდარ ელ.ბაზაზე Music and Dance Online. ელექტრონულ ბაზაში განთავსებულია: ვიდეო და აუდიო ჩანაწერები (მუსიკის თითქმის ყველა ჟანრში), ნოტები, მასტერკლასები, დოკუმენტური ფილმები, ინტერვიუები, სასწავლო და სამეცნიერო მასალები. ბაზაზე თავისუფალი წვდომა შესაძლებელია 5 მარიტდან […]