დადგენილება №72/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის „მუსიკა და დღევანდელობა“ მილევად რეჟიმში გადაყვანისა და შემდგომი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
დადგენილება №72/2021
თარიღი: 18 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ე მუხლის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის, „2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ეტაპების განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის 2017 წლის 7 სექტემბრის №1881 განკარგულების, „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილი №69/ნ ბრძანების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის MES 1 21 0000044311 წერილის, კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილის 2021 წლის 05 ივნისის N 439 მოხსენებითი ბარათისა და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 18 ივნისის № 27 სხდომაზე პოზიციათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N 27),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მოთხოვნების შესაბამისად, ასევე „2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ეტაპების განსაზღვრის შესახებ “მთავრობის 2017 წლის 7 სექტემბრის №1881 განკარგულების თანახმად კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა „მუსიკა და დღევანდელობა “ გადაყვანილ იქნეს მილევად რეჟიმში და მოქმედების ვადად განესაზღვროს 2022 წლის 31 დეკემბერი;
2. წინამდებარე დადგენილების პირველი პუნტიდან გამომდინარე, კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ხელმძღვანელებმა და სასწავლო დეპარტამენტმა უზრუნველყონ კანონმდებლობით დადგენილი ყველა საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. კონსერვატორიის რექტორის ბრძანებით შეიქმნას კომისია, “მუსიკისა და დღევანდელობის” საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ადმინისტრირებისას დაშვებული ხარვეზების შესწავლისა და შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით.
4. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე