დადგენილება № 77/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“და „ჯაზის ხელოვნება“ 2021-2022 სასწავლო წლისათვის შიდა და გარე მობილობით მისაღები ადგილების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
დადგენილება №77/2021
თარიღი: 24 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 24 ივნისის №28 სხდომაზე პოზიციათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N 28),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისსაშემსრულებლო ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „საშემსრულებლოხელოვნება“ და „ჯაზის ხელოვნება“ 2021-2022 სასწავლო წლისათვის შიდა და გარე მობილობით მისაღებიადგილების რაოდენობა შემდეგი სახით:
მიმართულება | გარე მობილობა | შიდა მობილობა |
კლავიშებიანი საკრავები | 1 | 1 |
სოლო აკადემიური სიმღერა | 1 | 2 |
აკადემიური გუნდის დირიჟორობა | 1 | 0 |
ჯაზის ხელოვნება | 0 | 1 |
საორკესტრო სიმებიანი საკრავები | 0 | 1 |
2. დადგენილება დაეგზავნოს ორივე ფაკულტეტის დეკანს, სასწავლო დეპარტამენტს, ორივე ფაკულტეტის მიმართულებათა ხელძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს; 3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე