დადგენილება Nº56/2023 – ,,სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2021 წლის 17 მაისის Nº55/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დადგენილება No 56/2023
თარიღი: 08 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 08 სექტემბრის No 17 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი No 17),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2021 წლის 17 მაისის No55/2021 დადგენილებაში:
ა) დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული No1 დანართის მე-7 მუხლის 7.1.3. პუნქტში აკადემიური სიმღერის მიმართულებაზე არსებული ჩანაწერები -„ კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერი ფასდება ცალკე, ხოლო გაკვეთილი და გასაუბრება ერთად.“ და „კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერის არ გამსვლელი შეფასების („არა“) შემთხვევაში კონკურსანტი არ დაიშვება შემდეგ ეტაპზე“ ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი კონცერტი ფასდება ცალკე, ხოლო გაკვეთილი და გასაუბრება ერთად.“ და „კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი კონცერტის არ გამსვლელი შეფასების („არა“) შემთხვევაში კონკურსანტი არ დაიშვება შემდეგ ეტაპზე“.
ბ) დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი #2 (საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებები) და ,,დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული No4 დანართი (საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებები) ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული რედაქციით (დანართი #2, დანართი #4).
2. აღნიშნული დადგენილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს.
4. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი,No6).
6. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე