სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს ვადამდე უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრების ნაცვლად ახალი წევრების არჩევის მიზნით დაინიშნოს აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები 2024 წლის 27 დეკემბერს:
იხ. ბრძანება
ა) საშემსრულებლო ფაკულტეტი – 1 (ერთი) წევრი;
ბ) კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი – 2 (ორი) წევრი;
– აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) რუსუდან თაბაგარი – კონსერვატორიის სასწავლო დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
ბ) მარიამ ელიზბარაშვილი – კონსერვატორიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი, კომისიის წევრი;
გ) დალი დავლიანიძე -კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი.
– აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდეს 2024 წლის 19 დეკემბრიდან 2024 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით 10.00-დან 18.00 საათამდე, კვირის გარდა; (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. No8-10, ოთახი No216);
სარეგისტრაციო განაცხადისა და დოკუმენტაციის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: konkursi@tsc.edu.ge;
იხ. შესასვები განაცხადის ფორმა: განცხადების ფორმა (აკადემიური საბჭო)
– აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებს ევალებათ სარეგისტრაციო განცხადებაში დაადასტურონ, რომ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უკავიათ აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობა. აკადემიურ საბჭოში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ კონსერვატორიის ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე პირები და აგრეთვე წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები. 6. აკადემიური საბჭოს წევრები პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩევიან ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა
თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ;აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
– წარმოდგენილ ვაკანტურ ადგილებზე აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრების დარჩენილი უფლებამოსილების ვადით (2026 წლის 30 სექტემბრამდე);