28 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით კონსერვატორიას ERASMUS+ მობილობის ფარგლებში ეწვევა ლიეტუვას მუსიკისა და თეატრის აკადემიის პროფესორი რუტა სტანევიჩიუტე.
რუტა სტანევიჩიუტე გახლავთ მუსიკოლოგი, ლიეტუვის მუსიკისა და თეატრის აკადემიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი.
ვიზიტის განმავლობაში, 29 – 30 მარტს, კონსერვატორიის სტუდენტებისთვის ჩაატარებს ლექციებს თემებზე:
- How to Write a History of the 20th –21st Century Music? Towards a Global History of Music.
- Lithuanian Music Since the 1990-s: From a Post-Soviet State to a Regime of Presentism.
ლექციები ჩატარდება 421-ე აუდიტორიაში (ორივე დღეს),დასაწყისი – 15.00 სთ-ზე.
იგი ასევე შეხვდება და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელებს თსკ-ის აკადემიური პერსონალთან.
აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენს გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში კონსერვატორიის საერთაშორისო დეპარტამენტის მიერ პარტნიორ ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებთან კოორდინირებით დაგეგმილი 20-ზე მეტი საერთაშორისო აკადემიური პერსონალის მობილობის ნაწილს და თანადაფინანსებულია ევროკომისიის ERASMUS+ პროგრამის მიერ.