2014 წლის 10 – 14 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ეწვევიან იტალიის ქალაქ ადრიას ანტონიო ბუცცოლას სახელობის კონსერვატორიის კლარნეტის პედაგოგი, პროფესორი და სასულე დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რობერტო მარქიონი, რომელიც კონსერვატორიის სტუდენტებისთვის ჩაატარებს მასტერ კლასებს და პიანისტი, აკომპანიატორი, კომპოზიტორი და საერთაშორისო ურთიერთობების და Erasmus+ პროექტის კოორდინატორი, დორია კანტატორე.